ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დათვლილია. ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.
20-ზე მეტი შტატის წინასწარი მონაცემი, ასე ნაწილდება – დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისს საარჩევნო კოლეგიის 209 ხმა აქვს, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს კი – 230 ხმა.
არჩევნებში გამარჯვებისთვის კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმაა საჭირო.
წინასწარი მონაცემით, რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა მოიპოვა, ხოლო წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში ლიდერობს.