spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ხმების 28.1% აქვს, მის მთავარ კონკურენტს მარინ ლე პენს კი 23.3%.

 

20.1%-ით მესამე ადგილზეა ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი. მეოთხე ადგილს იკავებს ულტრამემარჯვენე, ანტიმიგრციული განცხადებებით ცნობილი ერიკ ზემური, რომელსაც ხმების 7.2% აქვს. მეხუთე ადგილზე კი „რესპუბლიკური პარტიის“ პირველი ქალი კანდიდატი ვალერი პეკრესია ხუთი პროცენტით.

 

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

 

დღეს გამართულ არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები