spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ციციშვილის კლინიკაში 100-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ორი მესამედი ბავშვია

ციციშვილის კლინიკაში 100-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს,  მათ შორის ორი მესამედი ბავშვია,  – ამის შესახებ  ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება და “აფეთქებას” იანვრის ბოლოდან ელოდებიან. 

 

“კლინიკაში ამ ეტაპზე ასზე ნაკლები პაციენტი მკურნალობს. ზოგადი ტენდენცია ზრდისკენ ჯერჯერობით არ შეინიშნება და მომართვიანობა ოდნავ შემცირებულიც კი არის.

 

დაავადების მიმდინარეობაში რამე მძიმე ახალი შემთხვევები არ გვაქვს. რაც შეეხება იმ პაციენტების ასაკს, რომლებიც ჩვენთან ჰოსპიტალიზდნენ, ძირითადად ისეც მცირე ასაკის ბავშვები არიან და ძირითადი მიზეზი არის რისკფაქტორები, რისკჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ უფრო მეტ მეთვალყურეობას. რამდენადაც ვიცი მე ამ ეტაპზე, ძირითადად ისევ „დელტა“ შტამი გვაქვს და აფეთქებას, „ომიკრონის“ შემთხვევების ზრდას ელოდებიან ძირითადად იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები