spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება

ცნობილია იმ დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში მიემგზავრება. დელეგაციას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.

 

დელეგაციის შემადგებლობაში იქნებიან მმართველი გუნდიდან – არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია, ოპოზიციიდან კი ლევან იოსელიანი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს იმ საპარლამენტო დელეგაციაში ადგილზე, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში ჩავა. 

 

ვიზიტზე უარი თქვეს „ევროპელმა სოციალისტებმაც“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები