ბათუმში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 44 წლის მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს. პროკურორის ინფორმაციით, დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზეა ჩადენილი.
37 წლის ქალს ქმარმა სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა.
ცოლ-ქმარი ბათუმში ქირით, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდნენ. ბავშვები მკვლელობის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.
მომდევნო სასამართლო სხდომა 25 თებერვალს გაიმართება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთა ემუქრება.