spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა 

ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბათუმის დაცვის პოლიციის თანამშრომელს ნუგზარ სამნიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

 

პროკურატურა პოლიციის თანამშრომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სამნიძეს გირაოს გადახდა დააკისრა და ასევე აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება.

 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცოლზე ძალადობის ბრალდებით შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი 5 დეკემბერს დააკავა.

 

ბრალდებულმა ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფიზიკურად იძალადა ცოლზე და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები