spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცოტნე ანანიძე – სოფლებში, სადაც ყველა ყველას კარგად იცნობს, ვერც “კარუსელი” და ვერც “ტრამვაი” ვერ იქნებოდა

“ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატი ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

მისი თქმით, ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

“სოფლებში, სადაც ყველა ყველას კარგად იცნობს,  ვერც “კარუსელი” და ვერც “ტრამვაი” ვერ იქნებოდა…

მარტივად!

ყველგან 60 %-ზე მეტია.

შეიძლება ბევრი რამე ან ბევრი ვინმე არ მოსწონთ, მაგრამ ამის მიუხედავად ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და უდიდესი მადლობა ამისთვის ხალხს!“- წერს ანანიძე facebook-ზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები