spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცოტნე კობერიძე – კახა კალაძეს ძალიანაც რომ უნდოდეს გადადგომა, ამას “ქართული ოცნება” არ გააკეთებინებს

კახა კალაძეს ძალიანაც რომ უნდოდეს გადადგომა, ამას “ქართული ოცნება” არ გააკეთებინებს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს  „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დეპუტატმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით,  თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლები საკრებულოს სხდომებზე არ დადიან, ამიტომაც მათ აქციებიდან ელაპარაკებიან.  კობერიძის თქმით, პრობლემა საზოგადოების მოკლე მეხსიერებაშია, რომელიც ტრაგედიებს მალე ივიწყებს.  

 

“მერიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ თქვენთან არ მოვიდეთ. მე ზუსტად ამიტომ გავედი აქციაზე, რომ ამით მახსოვრობაში მაინც დაგვრჩეს მარიტას ამბავი. ზუსტად ვიცი, რომ კახი კალაძე ახლა ცდილობს, რომ ერთი -ორი კვირა გადააგოროს. კახი კალაძემ რომ იცოდეს, რომ ჩვენ ეს ამბავი გვემახსოვრება, ამ ტვირთს არ აიღებს საკუთარ თავზე. ეცოდინება, რომ მკვდარი პოლიტიკოსი იქნება და ამ ნაბიჯს არ გადადგამს. მის ყველა დანახვაზე რომ მარიტა გაგვახსენდებოდეს, ამას არ იზამდა“, – განაცხადა  კობერიძემ

 

მისი თქმით, კახი კალაძეს რომ გადადგეს, მის წინააღმდეგ საქმეების გამოძიება დაიწყება. 

 

“მთავარი პრობლემა ისაა, რომ კალაძე ვერ განიხილავს თავს მერად და მეურვედ. კახი კალაძე ფიქრობს, რომ ის არის „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი ფიგურა, რომ მისი წასვლა არის პოლიტიკური მარცხი და ამას არ გააკეთებს.  ძალიანაც რომ უნდოდეს, მისი პარტია არ გააკეთებინებს. როგორც კი წავა,  კალაძის წინააღმდეგაც წავა გამოძიებები, როგორც გახარიას წინააღმდეგ წავიდა“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები