ჩვენთვის, მნიშვნელოვანია დასავლეთის ინსტიტუციებთან ურთიერთობა. ამ ნაწილში პასუხისმგებლობა აქვს სალომე ზურაბიშვილს აღებული, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების სანქცირება მნიშვნელოვანია.
“ჩვენთვის, მნიშვნელოვანია დასავლეთის ინსტიტუციებთან ურთიერთობა. ამ ნაწილში პასუხისმგებლობა აქვს სალომე ზურაბიშვილს აღებული. ნებისმიერი პლატფორმა, რაზეც იქნება საუბარი, სავარაუდოდ, მოუწევს მისი ქოლგის ქვეშ არსებობა. იყო რამდენიმე ტიპის მცდელობა, ეს ბოლო დღეებშიც ვნახეთ, რა ტიპის პლატფორმა შეიქმნა, ვნახოთ, რამდენად წარმატებული და ხარისხიანი იქნება.
რაც შეეხება ზოგადად, სანქციების მიმართულებით მოწოდებებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია, შევიწროვდნენ და ცხოვრება გაურთულდეთ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, მაგრამ ეს სანქციები მოქალაქეებმა საკუთარ ტყავზე არ უნდა იგრძნონ”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.