spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ცოტნე კობერიძე – რაღაც ახალი შინაარსის მატარებელი ბევრი კარგი ადამიანი არსებობს, რომლებმაც ერთმანეთი უნდა იპოვონ და ამიტომ არ მაქვს პესიმიზმი

რაღაც ახალი შინაარსის მატარებელი ბევრი კარგი ადამიანი არსებობს, რომლებმაც ერთმანეთი უნდა იპოვონ და ამიტომ არ მაქვს პესიმიზმი, მიუხედავად იმ ვითარებისა, რაც დღეს არსებობს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქემ იგრძნო, რომ უსამართლოდ ექცევიან ადამიანებს.

“რაღაც ახალი შინაარსის მატარებელი ბევრი კარგი ადამიანი არსებობს, რომლებმაც ერთმანეთი უნდა იპოვონ და ამიტომ არ მაქვს პესიმიზმი, მიუხედავად იმ ვითარებისა, რაც დღეს არსებობს. არ მაქვს შფოთვა, რომ გადავშენდებით, იმიტომ, რომ ეს ხალხი დავინახე. ყველა მოქალაქემ იგრძნო პასუხისმგებლობა, რომ ადამიანებს კლავენ და ხოცავენ.

უცხო ძალა უწოდეს რუსეთს და სინამდვილეში, მთელი აბსურდი იმაშია, რომ უცხო კი არა, ძალიანაც ნაცნობია და ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება. შეიძლება მსოფლიოსთვისაა ბევრად უცხო რუსეთი. ხშირად არის საუბარი, რომ სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოსო, საუბრობენ და მერე ვხედავთ, რომ ვინც ამას ამბობს ხოლმე, მერე აღმოვაჩენთ, რომ მერე ამ ხალხს დეპუტატებად ხდიან.

უნდა შევქმნათ ის დისკომფორტი, რომ მოქალაქემ ან უნდა აღიარო, რომ შენ თუ ხარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უხდი გადასახადს, რომლითაც ტყვიებს ყიდულობენ, ადამიანებს ხოცავენ, შენ უნდა დაგმო და გამოეყო”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები