spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ცოტნე კობერიძე – რაც საპრეზიდენტო სასახლე დატოვა, შემდეგი რამდენიმე თვე იყო სრული პასიურობა და ზუსტად ამ დროს გაიზარდა ხელისუფლების წნეხი

მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო სასახლე დატოვა, შემდეგი რამდენიმე თვე იყო სრული პასიურობა და ზუსტად ამ დროს გაიზარდა ხელისუფლების წნეხი დაჯარიმებებისა და დაკავებების კუთხით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო და როცა მართლა იყო ტემპერატურა, რომლის პოლიტიკურად გამოყენება შეიძლებოდა, მაგ დროს პოლიტიკური ლიდერი არ ჩანდა.

“სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც აქციაზე გამოვიდა და თქვა, რომ აქციის სახელით გააგრძელებს ის პოლიტიკას და მან ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ამას მოჰყვება პასუხისმგებლობაც. ის, რომ სხვა პოლიტიკოსებს არ აღმოგვაჩნდა რესურსი, რომ შნო. გვქონოდა და გვეთქვა, რომ ამ აქციის წარმომადგენლები ვიქნებით და ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ პოლიტიკას, ეგ არის ჩვენი ბრალი.

სალომე ზურაბიშვილი რაღაც დროით გაქრა და ამ დროის მერე, როცა იმავეს ვიგებთ, უფრო მეტ სიბრაზეს იწვევს იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო სასახლე დატოვა, შემდეგი რამდენიმე თვე იყო სრული პასიურობა და ზუსტად ამ დროს გაიზარდა ხელისუფლების წნეხი დაჯარიმებებისა და დაკავებების კუთხით. როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო და როცა მართლა იყო ტემპერატურა, რომლის პოლიტიკურად გამოყენება შეიძლებოდა, მაგ დროს პოლიტიკური ლიდერი არ ჩანდა”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები