spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცოტნე კობერიძე – შეიძლება, აღმოაჩინონ, რომ რეალურად, ახლა 2019 წლის “ქართულ ოცნებასთან” აქვთ საქმე

ხშირად იციან “ლელოს” წარმომადგენლებმა თქმა, რომ მათთან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი  არ არის და შეიძლება, აღმოაჩინონ, რომ რეალურად, ახლა 2019 წლის “ქართულ ოცნებასთან” აქვთ საქმე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა ცოტნე კობერიძემ “ლელო”- გახარიას გუნდის ერთობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უცნაურია ქართულ ქარტიაზე ხელის არმომწერ სუბიექტთან თანამშრომლობა.

“ჩემთვის, ცოტა უცნაურია ქარტიაზე ხელის არმომწერი სუბიექტების თანამშრომლობა. უცნაური იქნება, რადგან ეთერებში ხშირად იციან ხოლმე “ლელოს” წარმომადგენლებმა თქმა, რომ მათთან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი არ არის ო და შეიძლება, აღმოაჩინონ, რომ რეალურად, 2019 წლის “ქართულ ოცნებასთან” აქვთ საქმე, სადაც შეიძლება “ქართული ოცნების” მიერ არჩეული ორი პრეზიდენტი, “ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერი და მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე იყოს”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე და გახარია წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. 17 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე კი “ლელოს” ლიდერმა კიდევ ერთი დღე ითხოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები