spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცოტნე კობერიძე – თუ მიიღეს იმგვარი გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა კანონი, ეს იქნება ლილუაშვილის ამერიკაში ვიზიტის შედეგი

არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, რომ სასამართლო რამე ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“  წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ კონსტიტუციური სასამართლო პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

“სასამართლო მთლიანად მიტაცებულია ხელისუფლების მიერ. ბოლო განჩინების შემდეგ, რაც კონსტიტუციურმა სასამართლომ პრეზიდენტი გაამტყუნა, მგონია, რომ თუ მიიღეს იმგვარი გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა კანონი, ეს იქნება ლილუაშვილის ამერიკაში ვიზიტის შედეგი, თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ ფორმით უკან დაიხიოს და აშშ-ს გაუგზავნოს მესიჯი, რომ კანონი გააუქმეს.  სხვა მხრივ, არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, რომ სასამართლო რამე ზომებს მიიღებს“, – განაცხადა კობერიძემ.

 

ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები