spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ცოტნე კობერიძე – თუ მხოლოდ იმას დავეყრდნობით, რომ ვიღაცას უცხოელები ესაუბრებიან, ეს გარეთ ყურებაც კი დაგვღუპავს

თუ მხოლოდ იმას დავეყრდნობით, რომ ვიღაცას უცხოელები ესაუბრებიან, ეს გარეთ ყურებაც კი დაგვღუპავს. პოლიტიკა კეთდება აქ და ახლა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ამ დრომდე თუ კოორდინაციაზე აქვს საუბარი, ე.ი. არ გამოდის კოორდინაცია.

“ახლა, მარტში თუ კოორდინაციაზე გვაქვს სასაუბრო, ე.ი. არ გამოდის ამ ხალხში კოორდინაცია. ახლა იმის გამო, რომ დროის გაწელვა გვინდა და პასუხისმგებლობაზე თავის არიდება და ყველამ სალომე ზურაბიშვილს თავი შეაფაროს – დამღუპველია. მე ამათგან გენიოსობას აღარ ველოდები და პასუხისმგებლობის გადატანაა. როცა ამტკიცებ, რომ ხარ ბარიერგადალახული პარტია, ამ კოალიციის ლიდერი ბევრად უფრო დიდი და წონიანი ადამიანი უნდა იყო, ვიდრე თუნდაც პრეზიდენტი.

თუ მხოლოდ იმას დავეყრდნობით, რომ ვიღაცას უცხოელები ესაუბრებიან, ეს გარეთ ყურებაც კი დაგვღუპავს. პოლიტიკა კეთდება აქ და ახლა”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები