spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოს მერმა ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მადლობის სიგელები გადასცა

წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან  ერთად, ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მადლობის სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა.

 

“მიხარია, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებში გვაქვს კონკრეტული შედეგები, ჩვენი ახალგაზრდა ძალოსნები, ხელბურთელები, მკლავჭიდელები საპრიზო ადგილებს იკავებენ  საერთაშორისო ტურნირებზე, ასევე წარმატებით ასპარეზობენ ქვეყნის მასშტაბით. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო ახალი გამარჯვებები და წინსვლა. დარწმუნებული ვარ,  რომ  კიდევ ბევრჯერ  გვასახელებენ.

 

მინდა მადლობა გადავუხადო სპორტული კლუბების გაერთიანების  მმართველს, მწვრთნელებს, თანამშრომლებს, ყველას, ვინც  ზრუნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციაზე ჩვენს მწვანე ქალაქში”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

 

დაჯილდოების ცერემონიალს თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ფაჩუაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ესწრებოდნენ.

 

ა(ა)იპ “წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების” მმართველის ირაკლი კუჭავას განცხადებით, მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 15-წლამდელთა (96 კგ.) შორის ჯაბა ტყეშელაშვილი ოქროსა  და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ევროპის პრიზიორი  გახდა ძალოსანი მიხეილ ახალაძე, რომელმაც 1 ვერცხლისა  და 2  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატისთვის გამართულ შესარჩევ ტურნირზე საპრიზო ადგილები დაიკავეს ნიკოლოზ კვიცარიძემ, ქრისტინე ჟორჟოლიანმა, დავით ახალაძემ, გიგა ბერაძემ, ლევან ტუსკაძემ, ზურა ჩაკვეტაძემ.

 

ასევე, მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ქრისტინა ჟორჟოლიანმა. საქართველოს ჩემპიონი გახდა წყალტუბოს 13 წლამდე ვაჟთა ხელბურთის გუნდი.

 

ცნობილია, რომ 2023 წლის 23 ივლისიდან სტარტს აიღებს ევრო ოლიმპიადა ჭაბუკებს შორის, სადაც წყალტუბოელი ძიუდოისტები საბა და მათე გველესიანები იასპარეზებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები