spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოს მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი შესრულდა.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. დეკანოზმა იოანემ დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

“ოდითგანვე ქართველი ხალხის ერთობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში გამარჯვების სიმბოლო იყო. ზუსტად 35 წლის წინ ქართველმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ერთგულია ეროვნული იდეალების და შესწევს ძალა დაიცვას დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

 

წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 9 აპრილისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა მოეწყო.

 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები