წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა
ამჯერად მუნიციპალიტეტის მერმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ სოფელ ჩუნეშისა და სოფელ წყალტუბოს (მეორე უბნის) დამაკავშირებელი გზის სამუშაოები დაათვლიერეს.
აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითრების ფონდიდან ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან წილობრივი მონაწილეობის პრინციპით. ამ გზის მშენებლობისთვის ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება.
"1950 მეტრი გზის მონაკვეთი ორ სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან. ამ სოფლებში 3000-მდე მოსახლე ცხოვრობს, რომელბიც ისარგებლებენ ახლადრეაბილირებული გზით. სამუშაოები ხარისხიანად სრულდება და სულ მალე დასრულდება", – აცხადებს გრიგოლ იოსელიანი.
გარდა ამისა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელ ჩუნეშსა და სოფელ წყალტუბოში შიდა საუბნო სხვა გზების რეაბილიტაციაც არის დაგეგმილი.