კამპანია – “16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ დაიწყო. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების გაერთიანება ქალთა უფლებების წინააღმდეგ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიას უერთდება და საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
დღეს მერიაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ორგანიზაცია „თანხმობის“ წარმომადგენლებმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. შეხვედრას სოციალური და ჯანმრთელობის დაცვისა სამსახურის, საფინანსოს და ქონების მართვის სამსახურის უფროსები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გახსნა მერის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ირმა ხელაძემ და აღნიშნა რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს და კიდევ ერთხელ განუმარტავს იმ სერვისებს რასაც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მსხვერპლს მხარდაჭერის კუთხით სთავაზობს.
ძალადობის მსხვერპლის საკონსულტაციო ცხელი ხაზზე დარეკვა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში ანონიმურად, უფასოდ, ნებისმიერი ოპერატორიდან – 116006
სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი 1481.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 595952259