წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით, ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარს დიმიტრი ყიფიანის მედლის მფლობელს სულიკო სვანიძეს მადლობის სიგელი გადაეცა.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია კვასტიანმა წყალტუბოს საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელს პროფესიული წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ათეული წლების განმავლობაში საბიბლიოთეკო საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქვეყნის ოთხ წარმატებულ ბიბლიოთეკარს შორის დასახელება მნიშვნელოვანი ფაქტია.
სულიკო სვანიძე არის წყალტუბოს საპატიო მოქალაქე, იგი 50 წელია წიგნიერების პოპულარიზაციისა და საბიბლიოთეკო ქსელის მოწესრიგების საქმეს ემსახურება, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ასევე, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და მედალი.