spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროების, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

“2023 წელს გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა ახალი, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების, პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელების საშუალება. მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამები, სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები – ეს იმ მუნიციპალური სერვისების ჩამონათვალია, რომელიც 2023 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაფინანსდა. წინ ახალი გამოწვევებია, რომელიც ერთად უნდა დავძლიოთ, გავაკეთოთ ყველაფერი წყალტუბოს განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

 

შეხვედრაზე გენადი ბალანჩივაძემ უპასუხა დასმულ შეკითხვებს და 2024 წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა.

 

მერის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მოადგილეები: გიორგი დოლიძე და სერგო კირკიტაძე, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი.

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, 2023 წლის ანგარიშს ეტაპობრივად თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებსაც წარუდგენს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები