spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და მერის მოადგილემ გია კვასტიანმა ქალაქის მე-2 და მე-3  საბავშვო ბაღები დაათვალიერეს და აღსაზრდელებს, მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს ახალი, 150 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა, ასევე სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოწესრიგდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ყველა საბავშვო ბაღი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 24 საბავშვო ბაღში 1500-მდე აღსაზრდელი სწავლობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები