spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირველმა პირებმა “ინკლუზიური ცენტრის” აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირველი პირები ა(ა)იპ “ინკლუზიური ცენტრის” აღსაზრდელებს შეხვდნენ და საჩუქრები გადასცეს.

მერის მოადგილე გია კვასტიანი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსი მარეხი კანკაძე, მერის თანაშემწე ირმა ხელაძე, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე და განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი ინკლუზიურ ცენტრში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

წყალტუბოში ა(ა)იპ „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც 18 ბენეფიციარი ყოველდღიურად იღებს დღის ცენტრის მომსახურებას. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირების მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება არაერთი სოციალური პროგრამა, პანდუსები მოწყობილია საფეხმავლო ბილიკებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების შესასვლელებთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები