spot_img
spot_imgspot_img
spot_img

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა “წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის“ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირველმა პირებმა და წარმომადგენლებმა ა(ა)იპ “წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის“ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.

“გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები” – წლევანდელი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კამპანიის გზავნილია. აუცილებელია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ყველა ადამიანს თანაბარი საარსებო პირობები ჰქონდეს. “მზის შვილებს“ განსაკუთრებული თანადგომა სჭირდებათ. მათ მერიისგან შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ“ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გია კვასტიანმა.

წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში მერის მოადგილესთან ერთად საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი რიმა მარგიანი იმყოფებოდნენ.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლების მიზნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები