spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანიზებით დასუფთავების აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა.

 

ა(ა)იპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების’’ გაერთიანების თანამშრომლებმა ყოფილი ტურიზმის შენობის მიმდებარე ტერიტორია და ქალაქის შემოსასვლელი დაასუფთავეს. აქციაში მერიისა და საკრებულოს, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

“მნიშვნელოვანია, რომ წყალტუბო როგორც მწვანე ქალაქი, მუდმივად იყოს მოწესრიგებული, სწორედ ამ მიზნით, სისტემატურად მოეწყობა დასუფთავების აქციები, პარალელურად გაგრძელდება გამწვანებისა და ქალაქის იერ-სახის მოწესრიგების სამუშაოები“, -აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.

 

დღესვე წყალტუბოს მხარეთმცოდნების მუზეუმის წინ მარადმწვანე მცენარეები დარგეს. შესრულდა გარე განათების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები. ცენტრალურ პარკში კი ახალი ნაგვის შემკრები კონტეინერები განთავსდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები