spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 4 ლოკაციაზე: სოფელ ბანოჯაში, ფარცხანაყანევში, ცხუნკურს და მაღლაკში (იმერეთის საყრდენი პუნქტი), ახალი სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ქალაქ წყალტუბოში რუსთაველის ქუჩის პირველ ჩიხში, შანიძის ქუჩაზე და დედაენის ქუჩაზე მე-2 ჩიხში არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ტარდება.

დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

სპორტული მინი მოედნების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 740 ლარი იხარჯება. სამუშაოები მომავალი წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები