spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მელიტონ ბალანჩივაძის ბიუსტი დაიდგა

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მელიტონ ბალანჩივაძის ბიუსტი დაიდგა.

 

ქართველი კომპოზიტორისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის ბიუსტი მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა გახსნეს.

 

“განსაკუთრებით ამაყი ვარ, რომ დღეს პატივი მივაგეთ ისეთი გამორჩეული საზოგადო მოღვაწის ხსოვნას, როგორც მელიტონ ბალანჩივაძეა. ვფიქრობ, თითოეული ქართველისათვის მნიშვნელოვანია მისი სახელის უკვდავყოფა, უდიდესი ბედნიერებაა იყო იმ კუთხის შვილი, სადაც დაიბადა მელიტონ ბალანჩივაძე ‘’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

 

მელიტონ ბალანჩივაძის ბიუსტის გახსნის ცერემონიაზე სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემატური პოსტერები წარმოადგინეს.

 

წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მელიტონ ბალანჩივაძისა და მისი შვილების: კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის, ასევე ამერიკული ბალეტის ფუძემდებლის – ჯორჯ ბალანჩინის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ კონფერენცია ჩატარდა.

 

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში გამოჩენილი ადამიანების ბიუსტების დადგმის იდეა მუნიციპალიტეტის მერს გენადი ბალანჩივაძეს ეკუთვნის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები