spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში საქართველოს მთავრობის ინიციატივით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

მთავარი საახალწლო ღონისძიება ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტით გაიხსნა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ სტუდია “ცისარტყელას” და ვოკალური ჯგუფის “ოცნების” აღსაზრდელები.

სადღესასწაულო განწყობა ზღაპრის გმირებმა და მოსიარულე ორკესტრის წარმომადგენლები შექმნეს. მოეწყო საშობაო ბაზრობა, პატარებს საბავშვო სივრცეებში უმასპინძლეს, თოვლის ბაბუამ ტრადიციულად საჩუქრები დაარიგა.

საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. “მრავალჟამიერი“ ანსამბლ “ნადურის” წევრებმა შეასრულეს.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მოახლოებული შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

დღის ბოლოს, გალა კონცერტი გაიმართა, მაყურებლის წინაშე წარდგა ანსამბლი “ალილო“, ჯგუფი „გუფი ლენდი“და “მასტერი”.

საახალწლო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები