spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოეტის ძეგლი გვირგვინით შეამკეს

წყალტუბოში დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოეტის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ახალგაზრდებმა პოეტების მეფედ აღიარებული მგოსნის ცნობილი ლექსები წაიკითხეს და ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს.

ღონისძიება ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს ამავე ცენტრის მმართველის მოადგილემ ლილი გელენიძემ, საზოგადოება “ძველი წყალტუბოელების” თავმჯდომარემ გელა ხუნწარიძემ და სხვებმა.

გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით მიმდინარე წელს გაიხსნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები