spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოში ოქროპირ სვანაძის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა

წყალტუბოში საპატიო მოქალაქის, პედაგოგის, ჟურნალისტისა და ღირსების ორდენის კავალერის ოქროპირ სვანაძის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გახსნის ცერემონიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერის მოადგილე გია კვასტიანი, ოქროპირ სვანაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ოქროპირ სვანაძის ღვაწლი, მისი პედაგოგიური მოღვაწეობა, პიროვნული თვისებები და ადამიანური ღირსებები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები