spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

ნაძვის ხის ანთების ცერემონია და საახალწლო კონცერტი ამჯერად სოფელ ოფშკვითში ჩატარდა.

საახალწლო ღონისძიების ორგანიზება ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ და ოფშკვითის, პატრიკეთის, გეგუთისა და საყულიას ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს.

კონცერტის მონაწილეებსა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა.

საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე, მაყურებლის მოწონება დაიმსახურა ახალგაზრდებისა და პატარების მიერ შესრულებულმა ქორეოგრაფიულმა, ფოლკლორულმა და საესტრადო ნომრებმა.

საახალწლო ღონისძიებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი და ა(ა)იპ “წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი იობიძე ესწრებოდნენ.

კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები