spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყალტუბოში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

წყალტუბოში წარმატებული სპორტსმენები ქრისტინე ჟორჟოლიანი და ჯაბა ტყეშელაშვილი დააჯილდოვეს.

ქრისტინე ჟორჟოლიანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოლდოვაში, მკლავჭიდის ტურნირში მოიპოვა, ხოლო ჯაბა ტყეშელაშვილი მსოფლიო ვიცე ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონია ძალოსნობაში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა.

“თითოეული ქართველი სპორტსმენის გამარჯვება საერთაშორისო ტურნირებზე ქვეყნის ღირსება და წარმატებაა. განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენების მიღწევებით, მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ამ მიზანმიმართული და მონდომებული ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

შეხვედრაზე სპორტული კლუბების გაერთიანების მმართველმა ირაკლი კუჭავამ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ხელშეწყობა აქვთ სპორტსმენებს. მისივე თქმით, ამჟამად 250-ზე მეტი ახალგაზრდა გაერთიანებულია სპორტის სხვადასხვა სექციებში, წყალტუბოს ხელბურთელთა გუნდი უკვე მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებში, საპრიზო ადგილებს იკავებენ წყალტუბოელი მოჭიდავეები, შეიქმნა ნიჩბოსნობის გუნდი.

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა ქრისტინე ჟორჟოლიანს და ლაშა ტყეშელაშვილს ფულადი პრემიები და სამადლობელი სიგელები გადასცეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები