spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, წყნეთის გზატკეცილისა და ი. უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

 

დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ უცვლელად, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დაგეგმილი სამუშაოების ინტენსივობიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეფერხებით.

 

შეზღუდვა 17 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები