წყნეთის გზაზე Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან კაჭარავა მოკლეს, მას სავარაუდოდ, 20 ტყვია აქვს ნასროლი.
ლევან კაჭარავა 53 წლის იყო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.