spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

წყნეთში პროექტი “სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“ გაიმართა

წყნეთში დევნილთა კომპაქტური დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა პროექტი სახელწოდებით, “სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილმა 40-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

 

ღონისძიება მოიცავდა სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობებს, მათ შორის მინი ფეხბურთის ტურნირს. ტურნირის შემდგომ ახალგაზრდებმა ტყის მასივი ეკოსისტემისთვის საზიანო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.

 

საყმაწვილო ჟურნალ “იალქნის“ სარედაქციო ჯგუფმა ტურნირის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს ახალი ნომერი წარუდგინეს და საჩუქრად ჟურნალებთან ერთად სააგენტოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოცემული, აფხაზეთის თემატიკის ფაზლები გადასცეს.

 

საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულ ახალგაზრდებს საჩუქრად სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები