საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
რეკრუტთა პირადმა შემადგენლობამ სამშობლოსა და ერის წინაშე საზეიმოდ დადო ფიცი, რითაც ოფიციალურად შეუერთდა საქართველოს თავდაცვის ძალებს.
ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა თავისუფლების მოედანზე და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ახალწვეულებმა ფიცი ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადეს.