spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში – უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს რამდენიმე მინისტრი უნდა გაათავისუფლოს

უკრაინის უმაღლეს რადაში დღეს რამდენიმე მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება იგეგმება, ხვალ კი ახალი დანიშვნები.

ამ დროისთვის, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერეს:

სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრ კამიშინმა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა დენის მალუსკამ.

ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელმა რუსლან სტრელეცმა.

ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ.

ვიცე-პრემიერმა რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

უკრაინული მედიის ცნობით, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად – სერგეი ბოევი ან გერმან სმეტანინი განიხილება.

საგარეო საქმეთა მინისტრად – ანდრეი სიბიგა

იუსტიციის მინისტრად – ოლგა სტეფანიშინა

ბუნებრივი რესურსების მინისტრად – სვეტლანა გრინჩუკი

აგრარული პოლიტიკის მინისტრად – ვიტალი კოვალი

სპორტის მინისტრად – მატვეი ბედნი (ახლა ის მოვალეობის შემსრულებელია)

კულტურის მინისტრად – ნიკოლაი ტოჩიცკი

რეგიონული განვითარების სამინისტროს შესაძლოა, ალექსეი კულებამ უხელმძღვანელოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები