პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს
“ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტო არ ხართ”, – წერს დონალდ ტუსკი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით.
უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტები თეთრ სახლში დღეს შეხვდნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკის და ტრამპს შორის კამათი დაიწყო, რაც უკრაინის ომს ეხებოდა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა, რომ უკრაინაში ომი არ დასრულებულა არც ბარაკ ობამას, არც დონალდ ტრამპის და არც ჯო ბაიდენის დროს. ამან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის და შემდეგ ტრამპის მწვავე რეაქცია გამოიწვია.