spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ტუსკი ევროპას და უკრაინას სამპუნქტიან გეგმას სთავაზობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უკრაინისა და ევროპისთვის ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც უკრაინის დაფინანსების ახალი წყაროს გამოყენებას ითვალისწინებს.

“საკმარისია საუბარი, დროა ვიმოქმედოთ!” – აღნიშნა ტუსკმა ევროპის ქვეყნებისადმი მიმართვისას.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის გეგმა ასეთია:

უკრაინის ევროპული დახმარების დაფინანსება გაყინული რუსული აქტივებიდან;

საჰაერო პატრულირების გაძლიერება, “ბალტიის სადარაჯოზე” (ნატოს ოპერაცია ბალტიის ზღვის წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დასაცავად) და ევროკავშირის საზღვრის დაცვა რუსეთთან;

ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის დასაფინანსებლად ახალი ფისკალური წესების სასწრაფოდ მიღება.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ჯერ არ იყენებენ გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინის დასახმარებლად. ისინი იყენებდნენ მხოლოდ მოგებას ასეთი აქტივებიდან.

19 თებერვალს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ევროპას უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკუთარი გეგმა შესთავაზა, რომელშიც საუბარია უსაფრთხოების გარანტიებს და რუსეთზე ომის დანაშაულებების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

პარალელურად, ამ კვირაში პარიზში ორი სამიტი გაიმართა, რომლებზეც ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხი განიხილეს.

დასავლური მედიის ცნობით, ევროპა ამჟამად უკრაინაში 30 ათასამდე ჯარისკაცის გაგზავნაზე განიხილავს. მათ სურთ არა ფრონტის ხაზზე, არამედ უკრაინის რამდენიმე ქალაქში განთავსება. ასევე გათვალისწინებულია, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს ევროპელ ჯარისკაცებს.

ამავდროულად, The Telegraph წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი მომავალ კვირას ეწვევა შეერთებულ შტატებს და უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების გეგმას წარადგენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები