სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, “ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, “ალტ-ინფოს“ პარტიის მთვრალი წევრები და მხარდამჭერები “ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.