spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ტვ პირველის” თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

“ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 6 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე, ტელეკომპანია “ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. 

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად, ყველა საჭირო საგამოძიებო  მოქმედებას  ჩაატარებს”, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

 

“ტვ პირველის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე ბულაჩაურში, კერძო პარკინგზე, თავდასხმა სცადეს. დაცვის თანამშრომელი ცდილობდა, რომ ფიზიკურად გასწორებოდა “ტვ პირველის” ოპერატორს ნუკრი ქაფიაშვილს და დაეზიანებინა ტელევიზიის ტექნიკა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები