spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“TV პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია “TV პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

“დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

“TV პირველის” ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს გიორგი შეწირულს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მათ თავს იგივე პირების დაესხნენ, რომლებიც მანამდე აქციის მონაწილეებს სცემდნენ.

ჩიხლაძის თქმით, თავს 50-მდე პირი დაესხა თავს, პოლიციამ კი რეაგირება არ მოახდინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები