spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივნისს საქართველოში სითბოს ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

 

17 ივნისს გამოიდარებს, ხოლო 18 ივნისიდან ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 

 

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა, ძლიერი წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.

 

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები