spot_img
spot_imgspot_img
spot_img

უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის და შენახვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის და გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. 

 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული საცხოვრებელ სახლში შემდგომი გასაღების მიზნით ინახავდა დიდი ოდენობით – 2 160 კოლოფ “MANCHESTER“-ის და „DUBAO“-ს დასახელების უაქციზო სიგარეტს, საიდანაც 490 კოლოფის გასაღება მოახდინა მეორე დაკავებულზე.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 9 504 ლარის ღირებულების 2 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და უაქციზო საქონლის ვაჭრობით მიღებული თანხა – 2460 ლარის ოდენობით. 

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები