უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელი მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მოვლენილი საეჭვო რეპუტაციის, სოდომის ცოდვაში ეჭვმიტანილი, სასულიერო პირები.
“ჩამოიყვანა მეუფე მელქისედეკმა რამდენიმე ხნის წინ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი საერო პირები, რომლებიც აღიკვეცნენ სასწრაფო წესით. მოვითხოვთ, ამ ყველაფრის გამო, შედგეს სასწრაფოდ საპატრიარქოს კომისია, განიხილოს და გახდეს საჯარო. საპატრიარქოში წერილი გაგზავნილია, ველოდებით პასუხს“, – აცხადებს ადგილობრივი ეკატერინე ჩიტორელიძე.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სანამ ახალი ბერები არ დატოვებენ მონასტერს, უბისის ეკლესიაში წირვა არ ჩატარდება.