კანონის მიღების მიზანია საქართველოს სრული იზოლაცია, სახელმწიფო იქცეს სრულიად ჩაკეტილად, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა პრაქტიკულად, გაჩერდება.
“კანონის მიღების მიზანია საქართველოს სრული იზოლაცია, სახელმწიფო იქცეს სრულიად ჩაკეტილად, არ არსებობდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, მოსახლეობამ ვერ მიიღოს ის დახმარება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება უწევდა საქართველოს.
ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა პრაქტიკულად, გაჩერდება, შეუძლებელი გახდება იმ სერვისების მიწოდება, რომელსაც ორგანიზაციები უწევდნენ სხვადასხვა ჯგუფებს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.