საზოგადოებამ გაიმარჯვა “რუსულ კანონზე”. ხელისუფლება დამარცხდა. ის ვერ აღასრულებს კანონს, რადგან ამ კანონს არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნია, – ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ აჩვენა, რომ ე.წ. “რუსული კანონი” მისთვის მიუღებელია.
“საზოგადოებამ აჩვენა, რომ მისთვის მიუღებელია “რუსული კანონი”. სამოქალაქო საზოგადოების უმრავლესობამ და მედიაორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, რომ არ მიიღოს და შეეწინააღმდეგოს “რუსულ კანონს” და ეს აჩვენებს იმას, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვა “რუსულ კანონზე”. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მიიღო, ხელისუფლება დამარცხდა. ის ვერ აღასრულებს კანონს, რადგან ამ კანონს არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნია”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაცია დღეს სრულდება.