spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უჩა ნანუაშვილი – ყველაფერი, რაც მოხდა, საარჩევნო გარემოზე ახდენს გავლენას

ყველაფერი, რაც მოხდა, საარჩევნო გარემოზე ახდენს გავლენას, მათ შორის ეს იქნება “რუსული კანონის” მიღება თუ საკანონმდებლო სხვა ინიციატივები, რომლებიც უპრეცედენტოდ ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მუშაობას, –  ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ძალადობისა და ზეწოლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

“ყველაფერი, რაც მოხდა, საარჩევნო გარემოზე ახდენს გავლენას, მათ შორის ეს იქნება “რუსული კანონის” მიღება თუ  საკანონმდებლო სხვა ინიციატივები, რომლებიც უპრეცედენტოდ ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მუშაობას ამ ქვეყანაში და პირდაპირ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც საკმაოდ უპრეცედენტო არის თავისი მასშტაბებით და ამისი კონკრეტული ციფრები გვაქვს წარმოდგენილი. ცალკეა ასევე ძალადობისა და ზეწოლის არაერთი შემთხვევა”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები