ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“19 ივლისს, ბათუმში საქართველომ “ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შემდგომი პროგრესის მიმართ ჩვენი ერთგულების” პირობა დადო.
უთხრის თუ არა ძირს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გამოსვლა ამ დაპირებას? საქართველო ევროკავშირის ამბიციებიდან უკან იხევს?” – წერს უილიამ კორტნი “ტვიტერზე”.