spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უილსონი – ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ასევე თავდასხმა აშშ-ის ინსტიტუტზე

დღეს გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ქალბატონი ბუზიაშვილისა და გელავას საბანკო ანგარიშები ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის ჯო უილსონის განცხადებაშია აღნიშნული.

“საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები გაჩხრიკა. ისინი არიან ატლანტიკური საბჭოს მკვლევრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. მთავრობამ მკვლევრებს ელექტრონული აღჭურვილობა, მათ შორის, ქალბატონ გელავას შვილის კომპიუტერი ჩამოართვა.

დღეს გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ქალბატონი ბუზიაშვილისა და გელავას საბანკო ანგარიშები ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მე ასევე მჯერა, რომ ეს არის თავდასხმა შეერთებული შტატების ინსტიტუტზე, რომელიც მათ ასაქმებს.

თუ ეს მომავალზე მიუთითებს, მაშინ გასაგებია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში. მთავრობამ უნდა აცადოს მკვლევრებს, გააკეთონ თავიანთი სამუშაო რეპრესიების შიშის გარეშე. ჩვენი მეგობარი აქტი დასჯის მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას არღვევს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები