spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უილსონი – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მოვუწოდე, ამ ეტაპზე თბილისში არ ჩავიდეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მოვუწოდე, ამ ეტაპზე თბილისში არ ჩავიდეს, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ.

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მოვუწოდე, ამ ეტაპზე თბილისში არ ჩავიდეს, რადგან ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს.

აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა უილსონმა.

საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი 8-10 იანვარსაა დაგეგმილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები